|
უკან/BACK
APUA
NEWSLETTER Vol.21 No.1 2003
________________________________________________________________
PUBLISHED BY THE ALLIANCE FOR THE PRUDENT USE OF ANTIBIOTICS
ითარგმნება და გამოიცემა ანტიბიოტიკთა რაციონალური
გამოყენების
ალიანსის (არგა) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ
ძირითადი თემა: საშარდე გზების
გაურთულებელი ინფექციები
სარედაქციო კომენტარი
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (მჯო) და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა
გააფრთხილეს ექიმები, შეეწყვიტათ ანტიბიოტიკების უმართებულო გამოყენება, რაც
ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების და წარუმატებელი მკურნალობის
მიზეზია. მჯო მიიჩნევს, რომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა ერთ-ერთია იმ 3
ძირითად საფრთხეთა შორის, რომელიც ემუქრება საზოგადოებას 21-ე საუკუნეში. მჯო-მ
აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მიიღო სამოქმედო გეგმა ამ საფრთხის
თავიდან ასაცილებლად.
2003 წლის აპრილში Annals of Medicine-მა დაადასტურა სასიამოვნო ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ ამჟამად აშშ-ში ექიმები ამბულატორიულად გამოწერენ შედარებით
ნაკლებ ანტიბიოტიკს არასახიფათო მდგომარეობის დროს, როგორიცაა გაციება და გრიპი.
ცუდია ის, რომ ექიმები მეტად მზარდი რაოდენობით ირჩევენ ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკებს, ისეთებს, როგორიცაა ფტორქინოლონები და მე-3 თაობის
ცეფალოსპორინები, ვიდრე ნაკლები ღირებულების ძველ პრეპარატებს, რომლებიც
შესაძლოა ისევე ეფექტური იყოს.
კვლევამ წარმოაჩინა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს ყველა ჯგუფის ანტიბიოტიკების
ნახევარი, გამოყენებული მოზრდილებში და 40% ბავშვებში, იყო ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკი. ფართო სპექტრის აგენტების ჭარბმა გამოყენებამ მსუბუქი
ამბულატორიული ინფექციების დროს გამოიწვია რეზისტენტული ორგანიზმების სელექცია,
მათ შორის ისეთ მიკროორგანიზმებში, რომლებიც არ იწვევენ დაავადებას. ეს
არაპათოგენური მიკრობები შეიძლება გახდეს რეზისტენტობის ფაქტორის გადამწყვეტი
გადამტანი დაავადების გამომწვევ სხვა ბაქტერიებზე. კლინიკურად გამოვლენილი
ანტიბიოტიკ რეზისტენტობის ზრდა იწვევს პაციენტების ავადობას და სიკვდილიანობას,
ასევე წარმოადგენს ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის მიზეზს. ყოველივე ამის გამო
რეზისტენტული ფლორით გამოწვეულ ინფექციათა მკურნალობა ბევრად უფრო ძვირია.
ამ ნაშრომში რამოდენიმე წამყვანმა კლინიცისტმა შეისწავლა რა ექიმთა არჩევანი
საშარდე გზების ინფქციათა მკურნალობისას, მოგვაწოდა სახელმძღვანელო, რაც
გვეხმარება გავერკვიოთ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების
ტენდენციაში. სამედიცინო ავტორიტეტები და პროფესიული საზოგადოებები დაჟინებით
გვირჩევენ: დავნიშნოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, ავირჩიოთ
ვიწრო სპექტრის პრეპარატი. დანიშვნისას ვიხელმძღვანელოთ ანტიბიოტიკოგრამით და
გავითვალისწინოთ ლოკალური რეზისტენტობის მაჩვენებლები. პრაქტიკული
მიზანმიმართული თერაპიით ექიმს შეუძლია ეფექტურად უმკურნალოს პაციენტს და
დაიცვას მომავალში ანტიბიოტიკების მოქმედების ძალა.
ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი თოდრიამ (არგა-საქართველო)
ანტიმიკრობული
რეზისტენტობა საშარდე გზების ინფექციათა მკურნალობაში
კალპანა გუპტა, მედიცინის დოქტორი, პროფესორი,
ვაშინგტონის უნივერსიტეტი
საშარდე გზების ინფექცია (სგი) წარმოადგენს ამბულატორიული და სტაციონარული
მიმართვების ძალიან ხშირ მიზეზს. 1997წ-ის გამოკვლევებმა ცხადყო, რომ
ყოველწლიურად აშშ-ში 7 მილიონი ადამიანი მიმართავს ამბულატორიას და 1 მილიონი
სტაციონარს ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო. სგი უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე
მამაკაცებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა, სექსუალურად აქტიურ პირებში. სგი-თა
უხშირესი გამოვლინება ქალებში მწვავე გაურთულებელი ცისტიტია. ცხოვრების
განმავლობაში ქალთა 50%-ს მაინც ემართება ეს დაავადება. ანტიმიკრობული
რეზისტენტობის განვითარება იმ შტამებში, რომლებიც იწვევენ მწვავე გაურთულებლ
სგი-ს, არის ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ართულებს ამ ინფექციათა წარმატებულ
მკურნალობას.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი პრობლემა გართულებულ
სგი-ის დროს, რომელთა უმრავლესობაც წარმოიშობა ნოზოკომიურ ქსელში, მაშინ,
როდესაც ანტიმიკრობული რეზისტენტობა გაურთულებელი სგი-ის დროს შედარებით ახალი
მნიშვნელოვანი ფენომენია. ყველაზე საყურადღებოა E.coli-ის რეზისტენტობის ზრდის
ტენდენცია ტრიმეტოპრიმ-სულფამეტოქსაზოლის (კოტრიმოქსაზოლი) მიმართ.
კოტრიმოქსაზოლი ტრადიციულად არჩევის პრეპარატია სგი-თა მკურნალობაში.
კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობის ხარისხი 1990-იანი წლების დასაწყისში იყო
5-7%. 90-იანი წლების შუაში 15%-მდე გაიზარდა, ხოლო 1998 წელს 18%-მდე მიაღწია.
რეზისტენტობის ხარისხი დამოკიდებულია გეოგრაფიულ არეალზე. აშშ-ს დასვლეთ,
სამხრეთ-დასავლეთ რაიონებში კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობა აღწევს 22%-ს.
რეზისტენტობა აუარესებს კლინიკურ და ბაქტერიოლოგიურ გამოსავალს, ამიტომაც
აუცილებელია ცვლილებების შეტანა მწვავე გაურთულებელი ცისტიტების მკურნალობაში.
რეზისტენტობის ხარისხი ამპიცილინის და ცეფალოტინის მიმართ ყოველთვის შედარებით
მაღალი იყო, იზრდებოდა და მიაღწია 40%-ს გასული ათწლეულის განმავლობაში. ამის
საწინააღმდეგოდ E.coli-ის რეზისტენტობა ნიტროფურანების და ფტორქინოლონების
მიმართ ძალიან დაბალია, შეადგენს დაახლოებით 1%-ს და არ იზრდება მნიშვნელოვნად
აშშ-ში. მიმდინარე ევროპული გამოკლევების ანგარიშებში გაურთულებელი ცისტიტის
შესახებ ასევე აღნიშნულია E.coli-ის შტამების დაბალი რეზისტენტობა
ნიტროფურანების და ციპროფლოქსაცინის მიმართ. თუმცა, აღსანიშნავია ძალიან მაღალი
რეზისტენტობა ციპროფლოქსაცინის მიმართ ესპანეთში და პორტუგალიაში.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტენდენცია E.coli-ით გამოწვეული მწვავე
გაურთულებელი პიელონეფრიტის დროს ანალოგიურია ცისტიტის დროს არსებული
რეზისტენტობის ტენდენციისა. ამპიცილინის მიმართ მაღალი რეზისტენტობა ხელს უშლის
ამ პრეპარიტის ფართოდ გამოყენებას, თუ არ არის ცნობილი გამომწვევის
მგრძნობელობა. რეზისტენტობა კოტრიმოქსაზოლის მიმართ იზრდება 20%-მდე და
ვარირებს გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ძალზე უმნიშვნელოა რეზისტენტობა
ფტორქინოლონების მიმართ გაურთულებელი პიელონეფრიტების შემთხვევაში, ამიტომაც ამ
ჯგუფის ანტიბიოტიკები წარმოადგენენ პირველი რიგის პრეპარატებს პიელონეფრიტის
ორალური მკურნალობისას ქალებში.
რეზისტენტობის ხელშემწყობი ფაქტორები
რეზისტენტობის ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ანტიბიოტიკების ფართოდ
გამოყენება. აღწერილია რეზისტენტობის 5-დან 17-ჯერ გაზრდა კოტრიმოქსაზოლის
მიმართ ქალებში, რომლებმაც ახლო წარსულში გამოიყენეს ეს პრეპარატი. თუმცა,
ასეთი პარალელის გავლება არც ისე მარტივია. ქალებს, რომლებიც ღებულობენ სხვა
ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, ასევე ემატებათ უროპათოგენის რეზისტენტობის რისკი
კოტრიმოქსაზოლის მიმართ. ლაბორატორიული კვლევებით ნანახია, რომ სგი-ის
გამომწვევი E.coli-ის ყველაზე ჩვეული მულტირეზისტენტობის ფენოტიპი მოიცავს
რეზისტენტობას ამპიცილინის, ტეტრაციკლინის და კოტრიმოქსაზოლის მიმართ. ის ფაქტი,
რომ ამ წამლების მიმართ რეზისტენტობის გენები შეიძლება გადავიდეს ერთად
პლაზმიდის დამცველ გარსზე, ადასტურებს ეპიდემიოლოგიური მონაცემების შედეგებს,
რომლის მიხედვითაც კონტაქტი ამ რამოდენიმე ანტიმიკრობული აგენტიდან ერთ-ერთანაც
კი, ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას სხვა პრეპარატის მიმართ.
გარდა ამისა, კოტრიმოქსაზოლის გამოყენების შემცირებას აუცილებლად არ მივყავართ
ამ პრეპარატის მიმართ რეზისტენტობის ხარისხის დაქვეითებამდე, შეიძლება იმიტომ,
რომ კოტრიმოქსაზოლის მაგივრად გამოყენებული სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები
აგრძელებენ არჩევით ზეწოლას კოტრიმოქსაზოლისადმი რეზისტენტულ შტამებზე.
ამგვარად, ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გარდა სხვა რა ფაქტორები
მონაწილეობენ უროპათოგენური
E.coli-ის კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობის
ჩამოყალიბებაში? თანამედროვე გამოკვლევებმა ცხადყო, რომ
E.coli-ის გარკვეული
შტამები უფრო მეტად მიდრეკილია იყოს უროპათოგენური და წამლის მიმართ
რეზისტენტული, რაც იწვევს რეზიტენტული სგი-ის აფეთქებებს. სხვა გამოკვლევებით
დადასტურებულია კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობის ხარისხის ზრდა სგი-ით
დაავადებულ იმ პაციენტებს შორის, რომლებმაც იმოგზაურეს ენდემურად მაღალი
რეზისტენტობის არეში. ასევე მაღალია რეზისტენტობა აზიურ და სამხრეთ ამერიკულ
ეთნოსში. და ბოლოს, ცხოველურ საკვებში ანტიბიოტიკების გამოყენება არის
რეზისტენტობის გაზრდის პოტენციურად მნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთერთმა კვლევამ
გვიჩვენა, რომ ცხოველთა საკვების და ადამიანის ცეფალოტინ-რეზისტენტული
E.coli-ის შტამი ატარებს ჰომოლოგიურ
CMY-2 გენს და მსგავს პლაზმიდს. ეს მოწმობს,
რომ შესაძლებელია რეზისტენტობის გადაცემა ცხოველთა საკვებიდან ადამიანზე.
საინტერესოა, რომ ადამიანის
E.coli-ის ერთ-ერთი შტამი გამოყოფილი იქნა
გაურთულებელი სგი-ით დაავადებული ქალიდან.
სგი-ის რეზისტენტობის მომავალი
მიუხედავად იმისა, რომ
E.coli-ის რეზისტენტობა მწვავე გაურთულებელი ცისტიტის
დროს პრობლემური ფაქტორია, ეფექტური ემპირიული თერაპია ამ ინფექციისა
შესაძლებელია ალტერნატიული ანტიმიკრობული პრეპარატებით. თუმცა ფტორქინოლონების
მიმართ რეზისტენტობა და მულტირეზისტენტობის ტენდენციის წარმოქმნა ართულებს
სიტუაციას.
ფტორქინოლონების მზარდი გამოყენება ცისტიტების და სხვა ინფექციების
დროს, აშკარად გაზრდის
E.coli-ის მიმართ ამჟამინდელ დაბალ რეზისტენტობას.
გართულებული სგი-ის შესწავლა ნათლად წარმოგვიჩენს
E.coli-ის ფტორქინოლონ
რეზისტენტული შტამების ზრდას, სგი-ის ფტორქინოლინებით მკურნალობის ან
პროფილაქტიკის შემდეგ. დღესდღეობით არცერთი გამოქვეყნებული კვლევა არ
ადასტურებს იმას, რომ ფტორქინოლინების ხანმოკლე ექსპოზიცია მწვავე გაურთულებელი
ცისტიტის მკურნალობისას წარმოქმნის ფტორქინოლონ რეზისტენტულ კულტურას, თუმცა,
შესაძლებელია ეს მოხდეს კიდეც. ფტორქინოლონ რეზისტენტობის ხარისხის გაზრდა
გაურთულებელი ცისტიტის დროს საგრძნობლად დააბრკოლებს კლინიცისტების მიერ
ინფექციების ხანმოკლე კურსით ეფექტურ მკურნალობას, რადგანაც ციპროფლოქსაცინ
რეზისტენტული
E.coli ასევე რეზისტენტულია კოტრიმოქსაზოლის და სხვა წამლების
მიმართაც. საბედნიეროდ ასეთ კულტურას გააჩნია მგრძნობელობა ნიტროფურანების
მიმართ, თუმცა ეს პრეპარატები 7 დღის განმავლობაში უნდა მიეცეს.
მულტირეზისტენტობა სგი-ის დროს ჯერ კიდევ იშვიათია, განსაკუთრებით გაურთულებელი
ცისტიტის დროს, მაგრამ ვლინდება რეზისტენტობის ზრდის ნიშანდობლივი ტენდენცია.
პრიორიტეტების კვლევა
ნათელია, რომ, აუცილებელია უროპათოგენურ მიკრობებში რეზისტენტობის შეძენის და
განვრცობის ხელშემწყობი ფაქტორების უკეთ გაგება. ამჟამად მხოლოდ რამოდენიმე
კვლევაა ფოკუსირებული ამაზე. დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებულია
რამოდენიმე კვლევა ამბულატორიულ პაციენტთა უროპათოგენული მიკრობების
რეზისტენტობის ხარისხის შეფასების შესახებ, სამწუხაროდ, ძალზე მცირერიცხოვანია
ბაქტერიული მონაცემები მწვავე გაურთულებელი ცისტიტის დროს შარდის კულტივაციური
კვლევის ჩაუტარებლობის გამო და არ არის აქტიური მონიტორინგი ასეთ პაციენტებზე.
საბოლოოდ, როგორც სჩანს, ანტიმიკრობული რეზისტენტობა აშკარად დაკავშირებულია
ანტიბიოტიკების გამოყენებასთან. ამიტომაც საჭიროა გამოინახოს სგი-ის პრევენციის
და მკურნალობის განსხვავებული არაანტიმიკრობული მეთოდები. მაგალითად,
არაანტიმიკრობულ პრევენციულ მეთოდებს განეკუთვნება ლაქტობაცილის პრობიოტიკი,
ანტიადჰეზიური ვაქცინა და შტოშის (cranberry) პროდუქტების გამოყენება. ამ
უკანასკნელს დიდი ხანია იყენებს საზოგადოება, მაგრამ არასაკმარისადაა
ჩატარებული კარგად დაგეგმილი, მეცნიერული კვლევები, რომელიც ახსნის შტოშის
მოქმედების ფარმაკოკინეტიკას და ბიოლოგიურ მექანიზმს. ამგვარად, სგი-თა
ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემისადმი მრავალმხრივი სკურპულოზური მიდგომა
მოითხოვს პრობლემის გადამწყვეტი ფაქტორების უკეთ განსაზღვრას, ასევე პრევენციის
ახალი მეთოდების განვითარებას.
ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი თოდრიამ (არგა-საქართველო)
შეკითხვა ექსპერტს: მკურნალობის როგორი ტაქტიკა აირჩიოს
კლინიცისტმა
E.coli-ის მზარდი რეზისტენტობის ფონზე
უოლტერ ე. სტამი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ვაშინგტონის უნივერსიტეტი,
მედიცინის სკოლის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ფაკულტეტის ხელმძღვანელი
ორ ათეულზე მეტი ხნის მანძილზე კოტრიმოქსაზოლი იყო პირველი რიგის პრეპარატი
საშარდე გზების ინფექციის (სგი) ემპირიული მკურნალობისთვის ქალებში.
ამოქსიცილინის, ცეფალოტინის და სულფანილამიდების უმართებულო გამოყენებამ
მიგვიყვანა მათი ეფექტურობის 30-40%-ით შემცირებამდე
E.coli-ის (იგი ამ
ინფექციათა 80%-ის გამომწვევია) მიმართ.
1999 წელს ამერიკის ინფექციურ სნეულებათა ასოციაციამ (IDSA) მოგვაწოდა
ამომწურავი მიმოხილვა გაურთულებელი სგი-ის შესაძლო მკურნალობის შესახებ ქალებში
და შემოგვთავაზა კოტრიმოქსაზოლის 3-დღიანი კურსი, ემპირიული მკურნალობისათვის
იმ რეგიონებში სადაც რეზისტენტობა 20%-ზე ნაკლებია. ასოციაციის მეგზური (guideline)
ამახვილებს ყურადღებას კოტრიმოქსაზოლის მიმართ
E.coli-ის რეზისტენტობის ზრდაზე
და ინ ვიტრო რეზისტენტობასა და წარუმატებელ მკურნალობას შორის კორელაციის
შესახებ მონაცემების სიმცირეზე. მიუხედევად ინ ვიტრო გამოვლენილი
რეზისტენტობისა, ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ანტიბიტიკების დიდი დოზებით
და ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს საშარდე გზების
ზედაპირული ლორწოვანის ინფექციების სამკურნალოდ.
ისრაელში გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით ღაზმა და კოლეგებმა
შეისწავლეს ინ ვიტრო რეზისტენტობა არის თუ არა კლინიკური და მიკრობიოლოგიური
წარუმატებლობის განმსაზღვრელი. გამოკვლევა ჩატარდა 618 ქალზე, რომელთაც ჰქონდათ
მწვავე გაურთულებელი სგი და ყველა ნამკურნალები იყო სტანდარტული სქემით, კერძოდ
კოტრიმოქსაზოლით 5 დღე. მკურნალობის დასრულებიდან მე-5; მე-9; 28-ე და 42-ე
დღეზე გადასინჯული იქნა კლინიკური და მიკრობიოლოგიური შედეგები. ჯამში ქალების
29%-ს აღმოაჩნდათ კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმები (უხშირესად
E.coli), დანარჩენებს ჰქონდათ მგრძნობიარე შტამები. მკურნალობის ხარისხი
დრამატულად განსხვავდებოდა ამ ორ ჯგუფში. კერძოდ, ადრეული მომართვის
შემთხვევაში მიკრობიოლოგიური განკურნების მაჩვენებელმა მგრძნობიარე შტამებით
დაავადებულებში 86% შეადგინა, ხოლოდ 42% რეზისტენტული შტამებით დაავადებულებში.
კლინიკური შედეგიც მსგავსი იყო პირველი და მეორე გასინჯვის დროს.
ამ აღმოჩენებმა გვიჩვენა, რომ კლინიკური და მიკრობიოლოგიური არაეფექტურობის
მიზეზია კოტრიმოქსაზოლის რეზისტენტობა მწვავე გაურთულებელი ცისტიტით დაავადებულ
ქალებში. ასევე მედიკამენტი ემპირიულად არ უნდა იყოს გამოყენებული იმ
გეოგრაფიულ არეებში სადაც ხშირია რეზისტენტობა. უკანასკნელი მონაცემები ასახავს,
რომ უროპათოგენური
E.coli-ის რეზისტენტობა კოტრიმოქსაზოლის მიმართ იცვლება
გეოგრაფიული არეების მიხედვით. მაგალითად ჩრდ. ევროპაში მისი ხარისხი 5-10%-ია;
ესპანეთსა და პორტუგალიაში 25-30%; აშშ-ში ყველაზე მაღალია დასავლეთ და
სამხრეთ-დასავლეთში 15-25%, ყველაზე დაბალი შუადასავლეთ და აღმოსავლეთ
სანაპიროზე 8-12%. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ აუცილებელია
E.coli-ის (სგი-ის
ძირითადი გამომწვევის) ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის კვლევა, რადგან ეს
მნიშვნელოვანია მკურნალობის წარმატებისთვის. ასევე გასარკვევია, თუ რა
ფაქტორები განაპირობებენ პერსისტენციას და რეზისტენტობის სიხშირის ზრდას. არ
არსებობს ერთგვაროვანი აზრი, იმის შესახებ, თუ რომელი ალტერნატიული
მედიკამენტები შესაძლოა იქნეს გამოყენებული ემპირიულად კოტრიმოქსაზოლის მიმართ
რეზისტენტობის 20%-ზე მაღალი დონის შემთხვევაში.
არსებობს ორი ძირითადი
ალტერნატივა - ფტორქინოლონები (ძირითადად ციპროფლოქსაცინი და ლევოფლოქსაცინი)
ან ნიტროფურანები. ამბულატორიული სგი-ის გამომწვევი
E.coli-ის რეზისტენტობა
ფტორქინოლინების მიმართ ჯერ კიდევ მცირეა – მსოფლიოს მრავალ ადგილას იგი
ნაკლებია 2%-ზე. თუმცა შემაშფოთებელია ის, რომ რეზისტენტობა გაიზარდა ზოგიერთ
ჯგუფებში (იხილეთ წინა სტატია) და მოსალოდნელია მისი კვლავ ზრდა.
ფტორქინოლონებით ემპირიული მკურნალობის საწინააღმდეგო არგუმენტები იმ
რეგიონებში სადაც მაღალია კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობა, არის მათი
ეფექტურობის დაცვა და რეზისტენტობის ზრდის შენელება ამ პრეპარატების რაც
შეიძლება იშვიათი გამოყენებით. ამავდროულად გაურკვეველია, გამოიწვევს თუ არა
რეზისტენტული შტამების სელექციას მკურნალობის ხანმოკლე კურსი (3 დღე)
ახალგაზრდა ჯანმრთელ ქალებში, ისეთივე ტემპით, როგორც მათი ხანგრძლივი
გამოყენება რესპირატორული, კანის ინფექციების, გართულებული სგი და ცხოველთა
საკვებში ფტორქინოლინების ხმარებისას. ფტორქინოლონების სიძვირე ამცირებს
ალტერნატიული მკურნალობისთვის მათ რუტინულ მოხმარებას მსოფლიოს მრავალ რეგიონში.
ანტიბაქტერიულ პრეპარატებს შორის ნიტროფურანები უნიკალური ჯგუფია, რის გამოც
ისინი 40 წ-ზე მეტია გამოიყენება მწვავე ცისტიტების სამკურნალოდ. შესაძლოა ეს
იყოს ერთადერთი ჯგუფი, რომელთა მიმართაც რეზისტენტობა არ გაზრდილა მთელი ამ
ხნის მანძილზე. ეკოლოგიური პერსპექტივის გათვალისწინებით ნიტროფურანები არის
შესანიშნავი არჩევანი კოტრიმოქსაზოლ რეზისტენტული
E.coli-ით გამოწვეულ
ინფექციათა სამკურნალოდ. თუმცა, 3 დღიანი ხანმოკლე კურსით იგი ნაკლებ ეფექტურია,
რის გამოც სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია 7 დღიანი კურსი. არც ისე
იშვიათია, საშუალო სიმძიმის გასტროინტესტინური გვერდითი მოვლენები 7 დღიანი
კურსით მკურნალობისას, ხოლო უფრო სერიოზული გართულება, როგორიცაა პულმონური
ზემგრძნობელობა, იშვიათია.
რამოდენიმე უახლეს, კონტროლირებად კვლევაში შესწავლილი იქნა ნიტროფურანების
გამოყენება მწვავე გაურთულებელი სგი-ის მკურნალობის დროს. შამწუხაროდ, კვლევები
არ ჩატარებულა ნიტროფურანებისა და ხანმოკლე კურსით ფტორქინოლინების
შედარებისათვის, რაც უსათუოდ საინტერესო იქნებოდა.
საბოლოოდ, გუპტმა და კოლეგებმა მოგვაწოდეს მწვავე ცისტიტის ემპირიული
მკურნალობის ტაქტიკა. იგი ეყრდნობა ადგილობრივი რეზისტენტობის მაჩვენებლების
აუცილებელ მონიტორინგს, განსაკუთრებით უროპათოგენური
E.coli-ის რეზისტენტობას
კოტრიმოქსაზოლის მიმართ. იქ სადაც რეზისტენტობა <20% -ზე, შეიძლება იქნეს
გამოყენებული კოტრიმოქსაზოლი. კოტრიმოქსაზოლის მიმართ რეზისტენტობის რისკ
ფაქტორები – კერძოდ, განმეორებითი სგი, მცირე ხნის წინ ანამნეზში
ანტიბიოტიკთერაპია, მოგზაურობა (ახლო წარსულში) მაღალი რეზისტენტობის არეალში,
შეიძლება გამოვიყენოთ მაღალი რისკის მქონე პაციენტების გამოსავლენად. მაღალი
რეზისტენტობის რეგიონებში ალტერნატიული პრეპარატები, როგორიცაა ფტორქინოლონები
და ნიტროფურანები, უნდა იყოს განხილული, როგორც არჩევის პრეპარატები.
ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი თოდრიამ (არგა-საქართველო)
მობრუნების წერტილი საშარდე გზების ინფექციის მკურნალობაში
ინტერვიუ მედიცინის დოქტორ ლინდსეი ე. ნიკოლთან
ლინდსეი ნიკოლი მეოთხედ საუკუნეზე მეტია რაც დაკავებულია საშარდე გზების
ინფექციების კლინიკური კვლევით. ამ დროის მანძილზე იგი მოწმეა, თუ როგორ
გაიზარდა E.coli-ის (ს.გ.ი. ძირითადი გამომწვევი) რეზისტენტობა
ანტიბიოტიკების მიმართ. თუ წამლის მიმართ რეზისტენტობა განვითარებად ქვეყნებში
წარმოშობილია ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობით (ურეცეპტო გაცემა) და მათი დაბალი
დოზირებით, განვითარებულ ქვეყნებში კი რეზისტენტობის მიზეზია ანტიბიოტიკების
ჭარბი მოხმარება როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველთა საკვებში.
ამ მიზეზების
უგულებელყოფა საშიში გამოწვევაა, ამბობს ლინდსეი ნიკოლი, მანიტობას
უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის და სამედიცინო მიკრობიოლოგიის პროფესორი.
,,ჩვენ
უნდა გვახსოვდეს, რომ ს.გ.ი. არის ყველაზე ჩვეულებრივი ბაქტერიული ინფექცია,
რომელიც გვხვდება ადამიანებში”.
კითხვა: ვართ თუ არა ჩვენ მწვავე ცისტიტის მკურნალობის რადიკალური ცვლილების
წერტილზე?
პასუხი: სგი-ის ყველაზე ხშირი გამომწვევი ნორმალური სოციალური პირობების მქონე
ადამიანებში არის
E.coli. წლების მანძილზე ჩვენ ვხედავდით რეზისტენტობის
განვითარების ზრდას ანტიმიკრობული აგენტების მიმართ
E.coli-ში. დღესდღეობით
საგულისხმოა რეზისტენტობა ტრიმეტოპრიმის და ტრიმეტოპრიმ/სულფაქსის მიმართ.
რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე ეს ორივე პრეპარატი იყო ს.გ.ი.-ის მკურნალობის
ძირითადი დასაყრდენი. ტრიმეტოპრიმისა და ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლის (კოტრიმოქსაზოლი)
მიმართ რეზისტენტობის ზრდიდან გამომდინარე, როგორია გამოსავალი: მწვავე
ცისტიტის შემთხვევაში, თუ გვსურს კვლავ გამოვიყენოთ მკურნალობის ემპირიული
ფორმა, წავიწევთ კი წინ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების გამოყენებით, ისეთის
როგორიცაა ფტორქინოლინები, თუ დავუბრუნდეთ ზოგ ტრადიციულ ანტიმიკრობულ
საშუალებებს, როგორიცაა ნიტროფურანები, რომლებიც გამოიყენება დიდი ხნის
განმავლობაში და მათი ეფექტურობა დღემდე უდავოა?
იმისდა მიუხედავად, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ფტორქინოლონების მიმართ
რეზისტენტობა დაბალი რჩება, ევროპის ზოგ რეგიონში - პორტუგალიასა და ესპანეთში
ძალზე მაღალია
E.coli-ის რეზისტენტობა ამ პრეპარატების მიმართ. ასეთივე
მომავალი გვემუქრება ფტორქინოლონების საყოველთაო გამოყენების შემთხვევაშიც.
მეორეს მხრივ ნიტროფურანები, დანერგილი 50-ზე მეტი წლის წინ, როგორც ერთ-ერთი
პირველი ანტიბაქტერიული პრეპარატი, აქტუალური რჩება დღემდე. მიუხედავად იმისა,
რომ იგი ფართოდ გამოიყენებოდა სგი-ის მკურნალობაში, მის მიმართ რეზისტენტობის
გამოვლინების ზრდა მცირეა განსხვავებით ამპიცილინის და კოტრიმოქსაზოლისაგან.
ამგვარად, უმჯობესია ფტორქინოლონების მაგივრად დავუბრუნდეთ ნიტროფურანების
უფრო ფართო გამოყენებას.
სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ნიტროფურანები არაეფექტურია ხანმოკლე თერაპიული
კურსით. ტრიმეტოპრიმით, კოტრიმოქსაზოლით და ფტორქინოლონებით მწვავე ცისტიტის
სამკურნალოდ 3 დღიანი თერაპია ისევე ეფექტურია როგორც 7 დღიანი.
ნიტროფურანების შემთხვევაში კი აუცილებელია 7 დღიანი კურსი. ეს გვაშორებს
ანტიბაქტერიული მკურნალობის ხანმოკლე, რაციონალური კურსისაგან. 3 დღიანი
თერაპიული კურსი გაცილებით შესაფერისია, რადგან პაციენტთათვის უფრო მისაღებია
და ნაკლები გვერდითი მოვლენები ახასიათებს.
კითხვა: არის თუ არა იმედის მომცემი ალტერნატივა ვაქცინის სახით?
პასუხი: მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ვაქცინა მნიშვნელოვან როლს
ითამაშებს მწვავე ცისტიტის შემთხვევაში.
პირველი - მიუხედავად იმისა, რომ
E.coli არის ყველაზე ჩვეული გამომწვევი, არის ასევე სხვა გამომწვევები სგი-სა.
შესაბამისად თქვენ ვერ გამოიყენებთ ვაქცინას სრული ეფექტურობით. მეორეს მხრივ
იმ ქალებს, რომელთაც აქვთ განმეორებითი სგი, უკვე გააჩნიათ იმუნიტეტი
E.coli-ის
მიმართ, რადგან ისინი მუდმივად არიან ინფიცირებულები
E.coli-ით. ამგვარად, რას
მოგვცემს დამატებით ვაქცინაცია?
კითხვა: რას იტყოდით პრობიოტიკების შესახებ?
პასუხი: პრობიოტიკებიც ბოლომდე არ არის შესწავლილი. ნორმალური ფლორის აღდგენა
ყოველთვის სასურველია, მაგრამ მე არ მგონია, რომ დამაჯერებლად ვინმეს
ეჩვენებინა ამ მეთოდით ფლორის აღდგენის ეფექტურობა ინფექციისაგან თავის
დასაცავად. დღეისათვის დასრულებული კ |