APUA-GEORGIA
  ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიული სამსახური
                                                                                                                                            ENGLISH | GEORGIAN

შინ
ჩვენს შესახებ
ექიმთათვის
პაციენტთათვის
პუბლიკაციები
დაგვიკავშირდით
კონფერენციები

კავშირები

APUA

ANTIBIOTIC.RU

ESCMID

ICAAC

EARSS

 

 

 ანტიბიოტიკებისა და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმაცია



ანტიბიოტიკები და მათი მოქმედება
როდის უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები
როდის არ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები
როგორ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი, რომ არ განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა

რას წარმოადგენს ანტიბიოტიკი?
ინფექციური დაავადებები გამოწვეულია უპირატესად ორი სახის მიკრობებით: ბაქტერიებით და ვირუსებით.
ანტიბიოტიკები გამოიყენება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებით და არა ვირუსებით. ბაქტერიები მცირე ზომის ორგანიზმებია, ისინი ცხოვრობენ ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმებში.
ბაქტერიების უმრავლესობა სასარგებლოა, თუმცა ზოგიერთი საზიანო. ანტიბიოტიკები ებრძვიან იმ მავნე ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ინფექციებს. ინფექციასთან ბრძოლა კი საშუალებას მოგცემთ გამოჯანმრთელდეთ და დაუბრუნდეთ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას.

როგორ მოქმედებენ ისინი?
ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების დროს ანტიბიოტიკები კლავენ იმ ბაქტერიებს, რომლებმაც გამოიწვიეს დაავადება, ადამიანის ორგანიზმის უჯრედების დაზიანების გარეშე.
განსაზღვრული ანტიბიოტიკები მოქმედებენ განსაზღვრულ ბაქტერიებზე. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია მიიღოთ მხოლოდ ის ანტიბიოტიკი, რომელსაც დაგინიშნავთ თქვენი მკურნალი ექიმი.




რა დროს არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს?
ანტიბიოტიკები არ გამოიყენება ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. მაგ. როგორიცაა გაციება ან გრიპი.
ზოგიერთი ანტიბიოტიკი გამოიყენება მხოლოდ განსაზღვრული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და არ მოქმედებენ ისინი სხვა გამომწვევებზე. აქედან გამომდინარე ანტიბიოტიკი არ წარმოადგენს ყველა სახის დაავადების სამკურნალო საშუალებას.

როგორ უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები?
ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ მხოლოდ თქვენი ექიმის დანიშნულებით. ისინი ძლიერი მედიკამენტებია და მათმა არამიზნობრივმა გამოყენებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.
არ უნდა მიიღოთ დარჩენილი ანტიბიტიკები განმეორებით, ასევე არ უნდა გამოიყენოთ ის ანტიბიოტიკები, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვისთვის. ასეთ შემთხვევაში მიღებული ანტიბიოტიკის სახეობა და დოზა შესაძლოა არ იყოს შესაფერისი თქვენი ინფექციის მკურნალობისთვის.

რა დოზითა და ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ანტიბიოტიკები?
ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ მკურნალი ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკების ზუსტ დოზას. მკურნალობა უნდა ჩაიტაროთ სრულყოფილად იმ დოზითა და ხანგრძლივობით, როგორც დაგინიშნავთ ექიმი, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც თვითონ მოგცემთ მითითებას შეწყვიტოთ მკურნალობა.
ანტიბიოტიკების მიღება უნდა გააგრძელოთ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავს იგრძნობთ უკეთესად, იმისათვის რომ, მიიღოთ სრულყოფილი, სასურველი ეფექტი.
ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება მიუთითებს იმაზე, რომ ანტიბიოტიკმა უკვე დაიწყო მოქმედება. წამლის შეწყვეტის შემთხვევაში, მავნე ბაქტერიები შესაძლოა დარჩნენ თქვენს ორგანიზმში, გამრავლდნენ და თქვენ ისევ გახდეთ ცუდათ.
ანტიბიოტიკებით არასრულყოფილმა მკურნალობამ შესაძლოა გამოწვიოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარება.

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა
იმ შემთხვევაში, თუ ანტიბიოტიკებმა, რომლებსაც თქვენ იღებთ დაკარგეს ეფექტურობა მავნე ბაქტერიების მიმართ, ინფექციური პროცესი არ განიკურნება. ამას ჰქვია “ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა” და წარმოადგენს მეტად სერიოზულ პრობლემას როგორც ექიმებისთვის, ასევე პაციენტებისთვის. რაც უფრო მეტი ბაქტერია გახდება რეზისტენტული ანტიბიოტიკების მიმართ, მით უფრო ძნელი გახდება ინფექციების მკურნალობა. იმ შემთხვევაში, თუ განვითარდება რეზისტენტობა, თქვენი ექიმი შეძლებს დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი.


როგორ შეგიძლიათ დაიცვათ თავი, რომ არ განვითარდეს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა?
იმ შემთხვევაში, თუ ბაქტერია რეზიტენტულია განსაზღვრული ანტიბიოტიკის მიმართ, ერთადერთი რაც შეუძლია თქვენს მკურნალ ექიმს არის ის, რომ დაგინიშნოთ სხვა ანტიბიოტიკი.
ანტიბიოტიკების მიზანმიმართული გამოყენება დაგეხმარებათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს შეინარჩუნოთ მათი ეფექტურობა წლების მანძილზე.

ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ სიფრთხილით
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, ამიტომაც უნდა მიიღოთ მხოლოდ ის ანტიბიოტიკი, რომელსაც დაგინიშნავთ ექიმი თქვენი კონკრეტული ინფექციის სამკურნალოდ.

უნდა ჩაიტაროთ თუ არა დანიშნულება სრულყოფილად?
საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოთ იმაში, რომ სრულყოფილად ჩაიტაროთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ განადგურდება ყველა საზიანო ბაქტერია და თქვენ შესაძლოა ისევ გახდეთ ავად. თუ თქვენი დაავადების გამომწვევი ბაქტერია გახდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული, დაავადების მკურნალობა უფრო გაძნელდება. თუ ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ მკურნალობა, დარწმუნებული იყავით მის გადაწყვეტილებაში და მიყევით მის მიერ შემოთავაზებულ რჩევებს.

ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს თვითდანიშნულებით
ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიიღოთ ანტიბიოტიკები, მაშინაც კი, როდესაც ხართ ავად. ანტიბიოტიკები კლავს ბაქტერიებს და არა ვირუსებს. ისინი არ გამოიყენება გაციების, გრიპისა, ყელის ტკივილის და ნაწლავთა აშლილობის უმეტეს შემთხვევებში. თქვენი ექიმი გირჩევთ თუ საჭირო იქნება ანტიბიოტიკით მკურნალობა. შეეკითხეთ ექიმს რომელი მედიკამენტები მოგიხსნით სიმპტომებს და გაგანთავისუფლებთ დაავადებისგან. ანტიბიოტიკების მიღება ისეთი ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც არ არის გამოწვეული ბაქტერიებით ეფექტური არ არის და მან შესაძლოა გამოიწვიოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

არ მიიღოთ დარჩენილი ანტიბიოტიკები
დარჩენილი ანტიბიოტიკები ოჯახის სხვა წევრის მიერ თვითნებურად არ უნდა იყოს გამოყენებული.
არასოდეს არ მიიღოთ სხა ადამიანის მკურნალობის დროს დარჩენილი ანტიბიოტიკები, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი და მისი სიმპტომები ერთი და იგივეა. დარჩენილი მედიკამენტი შესაძლოა არ იყოს საკმარისი, რომ სრულად დახოცოს ბაქტერიები და თქვენ შესაძლოა ისევ გახდეთ ავად.

არ მიიღოთ ანტიბიოტიკები არა ექიმთა რეკომენდაციით
არასოდეს არ მიიღოთ ექიმის გარდა სხვისი რეკომენდაციით ანტიბიოტიკები. ისინი ძლიერი, სპეციფიური მედიკამენტებია და არ არის ეფექტური ნებისმიერი დაავადების დროს. მხოლოდ თქვენს მკურნალ ექიმს შეუძლია გირჩიოთ გესაჭიროებათ თუ არა ანტიბიოტიკი და საჭიროების შემთხვევაში რომელი მედიკამენტი უნდა მიიღოთ.

ნუ შეშინდებით მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკები
თქვენმა ექიმმა იცის როდის არის გამართლებული ანტიბიოტიკების დანიშვნა. სწორად მიღებულ ანტიბიოტიკს შეუძლია განგკურნოთ ინფექციისგან. ანტიბიოტიკებს შეუძლიათ გადაარჩინოს თქვენი სიცოცხლე.


ანტიბიოტიკთა რაციონალური გამოყენების საერთაშორისო ალიანსი

(APUA)
 



 

Service of Antimicrobial Chemotherapy © 2004