|

შინ
ჩვენს შესახებ
ექიმთათვის
პაციენტთათვის
პუბლიკაციები
დაგვიკავშირდით
კონფერენციები
კავშირები
APUA
ANTIBIOTIC.RU
ESCMID
ICAAC
EARSS
|
ჩვენს შესახებ
ანტიბიოტიკთა რაციონალური გამოყენების ალიანსის
საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობა (არგა-საქართველო) შეიქმნა 2003 წლის
თებერვალში ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიული სამსახურის ბაზაზე.
ანტიმიკრობული ქიმიოთერაპიული სამსახური შეიქმნა 1996 წელს სახელმწიფო
სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის თანამშრომლების მიერ.
ორგანიზაციის წევრები
ამჟამად ორგანიზაციის წევრები ძირითადად წარმოდგენილია სახელმწიფო სამედიცინო
აკადემიის თანამშრომელთა გარდა ინფექციური პათოლოგიის, შიდს-ისა და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის
სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის, პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი
ინსტიტუტის თანამშრომლების სახით. ორგანიზაცია აერთიანებს აგრეთვე არა
სამედიცინო პერსონალსაც – ჟურნალისტს, ფილოლოგს.
ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი და ორგანიზაცია, რომელიც
იზიარებს მის წესდებას.
მიზნები და ამოცანები
ჯანდაცვის მუშაკებსა და საზოგადოებაში ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენების
საკითხებზე საგანმანათლებლი მუშაობის ჩატარება.
ბაქტერიული რეზისტენტობის საკითხებთან დაკავშირებული გამოკვლევების
განხორციელება.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შემცირებისათვის აუცილებელი ეროვნული და
საერთაშორისო დონის გამოცდილების გაზიარება.
ეროვნული და საერთაშორისო დონის შეხვედრების, სემინარების
და კონფერენციების ორგანიზება შესაბამის სფეროში.
ინფორმაციის შეგროვება და დოკუმენტების გამოქვეყნება ანტიბიოტიკების
რაციონალური გამოყენების შესახებ და მათი გავრცელება დაინტერესებულ პირთა და
ორგანიზაციებს შორის.
ჟურნალ-გაზეთების, წიგნების, ბიულეტენების, აუდიო-ვიზუალური მასალის პუბლიკაცია
ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
მიმდინარე საქმიანობა
პრაქტიკოს ექიმებში საგანმანათლებლო საქმიანობა ანტიბიოტიკების რაციონალური
გამოყენების სფეროში
შესაბამისი ლიტერატურის გავრცელება სამედიცინო პერსონალში
ბავშვთა რესპირაციული ინფექციების ანტიმიკრობული თერაპიის მონიტორინგი
ეროვნული ანტიმიკრობული მკურნალობის გაიდლაინების შექმნა
ექიმთათვის პერიოდული ანტიმიკრობული თერაპიის ბიულეტენის პუბლიკაცია და
გავრცელება
|
Service of Antimicrobial Chemotherapy © 2004 |
|